British Centre

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size
სტუდენტები

სტუდენტები

ნიკო კეჟერაშვილი, 19 წლის:
“ბრიტანულ ცენტრში” მეგობრების რჩევით მოვედი და მან ჩემს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სასიამოვნო ატმოსფერომ და ჯგუფურმა გაკვეთილებმა გამიადვილა ენის შესწავლა და ახლა დაბრკოლებების გარეშე შემიძლია ინგლისურად საუბარი. პროგრამის ბოლო საფეხურზე გულიც კი მწყდება, დარგან დასასრულს მივუახლოვდი. ჩემი მიზანია TOEFL-ის ან Cambridge-ის სერტიფიკატი ავიღო და ახლა უკვე მზად ვარ გავიდე ტესტირებაზე.

ანა სანთელაძე, 22 წლის:
“ბრიტანულ ცენტრში დავიწყე ინგლისურის შესწავლა დამწყები დონიდან და დღეს შემიძლია ჩემს უნივერსიტეტში ვუსმინო ინგლისურენოვან ლექციებს. აქაურობა ჩემთვის სასიამოვნო გარემოსთან და იმ მეთოდთან ასოცირდება, რომელიც დამეხმარა ინგლისურის შესწავლაში და მის პრაქტიკაში გამოყენებაში. დიდი მადლობა ბრიტანულ ცენტრს!”

ნეო ონიანი, 22 წლის:
“ჯგუფში არსებულმა ატმოსფერომ და ქალანის მეთოდმა მომიხსნა საუბრის კომპლექსი. სწავლა დავიწყე ნულოვანი დონიდან და დღეს შემიძლია კონტაქტი დავამყარო ნებისმიერ ინგლისურად მოსაუბრე ადამიანთან. განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო მასწავლებელი, რომელთანაც ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ბრიტანული ცენტრის მეშვეობით ცოდნასთან ერთად შევიძინე უამრავი მეგობარი.”

ერეკლე ფაცაცია, 50 წლის:
“ქალანის მეთოდი საუკეთესო მეთოდია ჩემნაირი ზარმაცებისთვის”

მარიამ კაპანაძე, 11 წლის:
“ძალიან მაგარია ბრიტანულ ცენტრში, სახალისოა, ბევრი უფროსი და ჩემი ტოლი მეგობარი გავიჩინე, კარგად ვსწავლობ ინგლისურს და რაც ყველაზე მაგარია, სახლში საშინაო დავალებებს არ გაძლევენ. “

მაია ტატიშვილი, 58 წლის:
“ბრიტანულ ცენტრში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანმა შესანიშნავად შეისწავლოს ინგლისური ენა: სწავლების უნიკალური მეთოდი, მაღალკვალიფიციური მასწავლებლები, გულისხმიერი და თავაზიანი მენეჯერები, მყუდრო გარემო, უაღრესად ხელმისაწვდომი ფასი... ნუ დააყოვნებთ, მობრძანდით ბრიტანულ ცენტრში! Welcome! “

დარო ხარშილაძე, 58 წლის:
დიდი მადლობა ბრიტანულ ცენტრს და მას, ვინც ქალანის მეთოდით სწავლება შემოიღო საქართველოში. ვისაც სურს ინგლისური ენის სწრაფად და საფუძვლიანად შესწავლა, იცოდეს რომ ეს მხოლოდ ბრიტანულ ცენტრშია შესაძლებელი!

შემოგვიერთდით Facebook-ზე
გამოგვყევით Twitter-ზე
გვიხილეთ youtube-ზე
დაგვიკავშირდით LinkedIn-ზე