როგორ დავრეგისტრირდეთ
ბრიტანული ცენტრის პირობები
იმისათვის, რომ გახდეთ სტუდენტი:
- თუკი გაქვთ საბაზისო ცოდნა ინგლისურ ენაში, საჭიროა მობრძანდეთ ჩვენს ნებისმიერ ფილიალში, ნებისმიერ დროს დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე და გაიაროთ ზეპირი გასაუბრება, რის შედეგადაც შევარჩევთ თქვენთვის სასურველ ჯგუფს და გრაფიკს.
- სწავლების თავიდან (ნულიდან) დაწყების მსურველები საჭიროა დაგვიკავშირდნენ ტელეფონით ან მობრძანდნენ ნებისმიერ ოფისში და ჩაეწერონ მსურველთა სიაში, თქვენთვის სასურველი გრაფიკის მიხედვით. ახალი ჯგუფის შედგენისას (მაქსიმუმ 1–2 კვირაში) ჩვენი თანამშრომელი დაგიკავშირდებათ საცდელ გაკვეთილებზე დასასწრებად.
საცდელი გაკვეთილების გავლისას და სწავლების საფასურის გადახდისას, მსმენელი გაეცნობა ბრიტანული ცენტრის პირობებს.
დასვენების დღეები
კურსის ხანგრძლივობა ითვალისწინებს მხოლოდ საზოგადო დასვენების დღეებს (სახალხო-საეკლესიო დღესასწაულები: 23 ნოემბერი; 31 დეკემბერი; 1,2,7 იანვარი; 3 მარტი; 26 მაისი; 26,27,28,29 აპრილი).
საცდელი კვირა
საცდელი კვირა მოიცავს 6 გაკვეთილს. აღნიშნული გაკვეთილების საფასურის ანაზღაურება ხდება მაშინ, როცა მსმენელი გადაწყვეტს სასწავლო კურსზე ჩარიცხვას.
კურსის შეცვლა
მსმენელს შეუძლია ნებისმიერ დროს შეიცვალოს კურსის განრიგი, გამომდინარე იქიდან, არის თუ არა სკოლაში შესაბამისი დონის კურსი მისთვის სასურველ დროს. თუ მსმენელი გააცდენს ხუთ დღეზე მეტს, იგი გაირიცხება სიიდან.
ჯგუფები
ბრიტანული ცენრტი იტოვებს უფლებას გააუქმოს ან შეაერთოს ჯგუფები, ასევე შეცვალოს მასწავლებელი/აუდიტორია. სკოლა ვერ იძლევა გარანტიას კურსის ხანგრძლივობის ან ადგილმდებარეობის შესახებ, თუმცა ყველაფერი კეთდება, რათა შესრულდეს მსმენელის პირობა. სკოლა აგრეთვე იტოვებს უფლებას მსმენელი ჩასვას შესაბამისი დონის ჯგუფში, მისი პედაგოგის გადაწყვეტილების საფუძველზე ან იმის მიხედვით თუ რა შედეგი ქონდა დონის განმაზღვრელ ტესტში.
მსმენელის მონაცემები
რეგისტრაციის შემდეგ, მსმენელის თანხმობით, მისი მონაცემები შედის სკოლის კომპიუტერულ სისტემაში. მსმენელი ვალდებულია აცნობოს სკოლის ადმინისტრაციას ნებისმიერი ცვლილების შესახებ მის საცხოვრებელ მისამართთან ან ტელეფონის ნომერთან დაკავშირებით.
მოქცევა
სკოლის ნებისმიერი მსმენელი ვალდებულია მოიქცეს ქცევის ნორმების შესაბამისად. სკოლას აქვს უფლება უარი უთხრას სწავლებაზე ნებისმიერ მსმენელს, რომლის მოქმედება იწვევს სხვების შეწუხებას. მსგავსი მსმენელისთვის კურსი ჩაითვლება გაუქმებულად.
საჩივრები
საჩივრის ბლანკები ხელმისაწვდომია სკოლის მისაღებში ნებისმიერი მსმენელისთვის. სკოლა მიიღებს ყველა კონსტრუქციულ საჩივარს და გულდასმით განიხილავს მათ.
პასუხისმგებლობა
ბრიტანული ცენტრი არ იღებს არანაირ პასუხისმგებლობას თავის თანამშრომლების და წარმომადგენლების წინაშე პირადი დაზიანების, და/ან რაიმე პირადი საკუთრების დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში, ხანძრის, გაქურდვის, ევაკუაციის, ან სხვა შემთხვევებში.
ფორს მაჟორი
ბრიტანული ცენტრი არ არის ვალდებული თავის თანამშრომლების და წარმომადგენლების წინაშე აანაზღაუროს დაზიანებები და შეწყვეტილი კურსი მიწისძვრის, ხანძრის, აფეთქების, ტერორიზმის, ან სხვა შემთხვევებში, რაც არ ექვემდაბარება კონტროლს.
სწავლების საფასური
გაკვეთილების საფასურის ანაზღაურება ხდება მაშინ, როცა მსმენელი გადაწყვეტს სასწავლო კურსზე ჩარიცხვას – საცდელი გაკვეთილების განმავლობაში ან ბოლოს.
გაითვალისწინეთ, რომ საცდელ გაკვეთილებზე თანხი შემოტანა არ არის აუცილებელი, მხოლოდ აკვირდებით მეთოდს და სწავლის საფასურს იხდით მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტთ აღნიშნულ ჯგუფში დარჩენას. პირველად გადახდისას მსმენელი იხდის პირველი ერთი თვის საფასურს და რეგისტრაციის თანხას.




