British Centre || ბრიტანული ცენტრი

ქალანის მეთოდი

ქალანის მეთოდის მოკლე მიმოხილვა

შეკითხვები და პასუხები
რა არის ქალანის მეთოდი
როგორ მუშაობს მეთოდი
რატომაა მეთოდი ეფექტური
მეთოდი ყველასთვის
სისწრაფე
შესწორება
არა მხოლოდ კითხვაზე პასუხის გაცემა
მიმიკა და მოძრაობა
მთელი წიგნის გამეორება
მასალები და რესურსები
საცდელი გაკვეთილები


შეკითხვები და პასუხები

გაკვეთილზე სამუშაო პროცესი ითვალისწინებს კითხვების დასმისა და პასუხის გაცემის უსწრაფეს ტემპებს. საჭიროების წარმოშობის შემთხვევაში მასწავლებელი მაქსიმალურად იღებს მონაწილეობას სტუდენტის პასუხში, ანუ ოდნავი წინსწრებით იმეორებს სწორ პასუხს და ეხმარება მსმენელს ნაწილ-ნაწილ, გამართულად გაიმეოროს პასუხი. ქალანის მეთოდით სწავლებისას, მსმენელს უყალიბდება ინგლისურ ენაზე აზროვნების და გამართულად მეტყველების უნარი. გარდა ამისა, თავად სწავლების პროცესი დინამიური და სასიამოვნოა.


რა არის ქალანის მეთოდი

სინგლისური ენის შესწავლის უნიკალური მეთოდი – ქალანის მეთოდი უკვე რამდენიმე ათეული წელია რაც არსებობს და პოპულარულია მთელს მსოფლიოში. ინგლისური ენის ქალანის მეთოდით სწავლებას საფუძველი ჩაეყარა 1960 წელს, როდესაც დაფუძნდა პირველი „ქალანის სკოლა“. ამავე დროს გამოიცა ქალანის მეთოდზე დაყრდნობილი სასწავლო წიგნი, რომელიც თორმეტ საფეხურად არის დაყოფილი. ქალანის მეთოდი – ეს არის რევოლუციური მეთოდი, რომლის საშუალებითაც თქვენ ინგლისურ ენას შეისწავლით ოთხჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვეულებრივ. იმ სკოლებმა, სადაც დანერგილია ქალანის მეთოდით სწავლება, გასაოცარ შედეგებს მიაღწიეს. ქალანის მეთოდმა უკან ჩამოიტოვა ენის შემსწავლელი სხვა მეთოდები და არნახული პოპულარობით სარგებლობს ყველა ასაკის ადამიანებში.


როგორ მუშაობს მეთოდი?

ქალანის მეთოდით სწავლებისას, მსმენელი მაქსიმალურად არის ჩართული სწავლების პროცესში. ეს არის სტრუქტურულად მყარი და საფუძვლიანი პროგრამა, რომელიც დაყოფილია 12 საფეხურად. გაკვეთილზე მთელი ყურადღება გადატანილია მსმენელზე. იქმნება სპეციალური გარემო იმისათვის, რომ მსმენელმა რაც შეიძლება მეტი ილაპარაკოს ინგლისურ ენაზე. ამისათვის მასწავლებელი სვამს კითხვათა სერიას, რითაც ხდება მსმენელის მეხსიერების სტიმულირება. ქალანის მეთოდი ნაბიჯ-ნაბიჯ უზრუნველყოფს მსმენელის გრამატიკული და ლექსიკური ცოდნის ამაღლებას.


რატომაა მეთოდი ეფექტური

ქალანის მეთოდით სწავლებისას თქვენ ოთხჯერ უფრო სწრაფად შეისწავლით ინგლისურ ენას, დაეუფლებით სხარტად აზროვნების და შეიძენთ ინგლისურ ენაზე შეუფერხებლად საუბრის უნარს. მეთოდი მოითხოვს მსმენელის მთლიან ჩართულობას პროცესში, რის შედეგადაც მსმენელები მალევე ითვისებენ ინგლისურ ენას. გაკვეთილების შეუჩერებელი ტემპი, ხშირად გამეორებული სიტყვები და სწრაფად დასმული კითხვები ახდენს სტუდენტის მესიერების სტიმულირებას, ამ მეთოდით მიღებული ცოდნა კი სამუდამოდ ინახება სტუდენტის გონებაში. გარდა ამისა, ქალანის მეთოდი მასწავლებლებს აწვდის უკვე გამზადებულ მასალას, რომლის მიხედვითაც ისინი ხელმძღვანელობენ. ეს კი კიდევ უფრო აადვილებს და სასიამოვნოს ხდის სწავლების პროცესს. რაც მთავარია, მეთოდს რეკომენდაციას უწევენ განათლების სფეროში მომუშავე ფსიქოლოგები.


მეთოდი ყველასთვის

ქალანის მეთოდი ფოკუსირებულია მსმენელს შეასწავლოს ინგლისური ენის გრამატიკა და შესძინოს ყველაზე გამოყენებადი სიტყვათა მარაგი, რაც საშუალებას აძლევს მიაღწიოს ინგლისური ენის ცოდნის ქემბრიჯის პირველი სერთიფიკატის შესაბამის დონეს მეექვსე წიგნის დასრულების შემდეგ. სწავლების თორმეტივე ეტაპის დასრულების შემდეგ, სტუდენტს ათვისებული ექნება ინგლისურ ენაში ყველაზე გავრცელებული 6000-მდე სიტყვა. ქალანის მეთოდი მორგებულია ნებისმიერი ასაკის და მოთხოვნილებების მქონე ადამიანზე.


აზროვნებისა და მეტყველების სისწრაფე

ქალანის მეთოდის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ის მსმენელს უვითარებს სწრაფად, თარგმანის გარეშე აზროვნების უნარ-ჩვევებს. მსმენელს უვითარდება ინგლისურ ენაზე რეფლექსურად მეტყველების უნარი, რაც თავის მხრივ გამორიცხავს მშობლიურ ენაზე თარგმნის მოთხოვნილებასა და ჩვევას. სწორედ ეს არის ბუნებრივი და თავისუფალი მეტყველების საწინდარი.


შეცდომების გასწორება

ქალანის მეთოდი ითვალისწინებს მსმენელის მიერ მეტყველების დროს დაშვებული ნებისმიერი შეცდომის დაუყოვნებლივ, ადგილზე შესწორებას. შეცდომით წარმოთქმული სიტყვისა თუ ფრაზის სწორად წარმოთქმის შემდგომ მსმენელი ასრულებს წინადადებას. ეს იმთავითვე გამორიცხავს სიტყვების გამოთქმის არასწორი ფორმით დამახსოვრებას.


არა მხოლოდ კითხვაზე პასუხის გაცემა

ჩვენ არ ვასწავლით ადამიანებს კითხვებზე პასუხის გაცემას, არამედ ვასწავლით სრული წინადადების შედგენას, მიზნობრივ ლექსიკას და წინადადების სტრუქტურებზე ვარჯიშს კონტროლით. ჩვენი მიზანია მსმენელს განუვითრდეს სიზუსტე, სისხარტე, აზრის მოქნილობა და ინგლისური ენაზე აზროვნების უნარი.


მიმიკა და მოძრაობა

ვინაიდან ქალანის მეთოდი არის პირდაპირი სწავლების მეთოდი (ითვალისწინებს თარგმანის მინიმალურად გამოყენებას, როგორც ახალი მასალის ახსნისას, ისე-გაკვეთილის მსვლელობისას), მასწავლებლები იყენებენ საკომუნიკაციო მიმიკასა ჟესტიკულაციას. გარდა ამისა, ეს არის საუკეთესო საშუალება რათა დამყრდეს ფსიქოლოგიური კონტაქტი მსმენელსა და მასწავლებელს შორის , რაც არის ნებისმიერი გაკვეთილის დინამიურობისა და წარმატების საწინდარი.


ნასწავლი მასალის გამეორება საფეხურის მიხედვით

ქალანის მეთოდით სწავლება მოიცავს თორმეტ საფეხურს, რომელიც შედგება 7 სახელმძღვანელოსგან. თითოეული საფეხურის დასრულებისას ხდება მასალის საფუძვლიანი გამეორება და მხოლოდ შემდეგ იწყებენ მსმენელები ახალი საფეხურის შესწავლას. ქალანის მეთოდით გათვალისწინებული როგორც ცალკეული გაკვეთილების, ისე საფეხურების ხშირი გამეორება არის ინგლისური ენის შესწავლის საფუძვლიანი გარანტია.


მასალები და რესურსები

ქალანის მეთოდით სწავლებისთვის აუცლებელი რესურსებია სახელმძღვანელოები და აუდიო მასალები (აუდიო CD), რომელიც მსმენელებს ეტაპობრივად უსასყიდლოდ გადაეცემა.


საცდელი გაკვეთილები

პოტენციური მსმენელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ის ინგლისური ენის შესასწავლად სწორ მეთოდს ირჩევს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ ექვსი გაკვეთილისგან შემდგარ საცდელ კვირას. მსმენელი საცდელი გაკვეთილების საფასურს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდის, თუკი გადაწყვეტს სწავლის გაგრძელებას და კურსზე ჩაირიცხება. ეს მეთოდი ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს გაეცნოს მეთოდის მუშაობას. ფაქტიურად, არც ერთი სკოლა არ სთავაზობს მსმენელებს მსგავს შესაძლებლობას.


იხილეთ მეთოდი მოქმედებაში

შემოგვიერთდით Facebook-ზე
გამოგვყევით Twitter-ზე
გვიხილეთ youtube-ზე
დაგვიკავშირდით LinkedIn-ზე