British Centre || ბრიტანული ცენტრი

ჩვენი გზავნილი!

 

 

მოგესალმებით! მოხარული ვარ, რომ მაქვს საშუალება ვისაუბრო საქართველოში ყველაზე დიდი და პოპულარული ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრის სახელით. შემიძლია თამამად ვთქვა, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ასევე ცენტრის ყოფილმა მსმენელმა, რომ ჩვენი სკოლა სრულყოფილად აკმაყოფილებს მსმენელების მოთხოვნილებებს, ისევე როგორც ქალანის მეთოდური სკოლების ბრიტანულ სტანდარტებს. ჩვენთან ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მსმენელმა მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს თავი, რაც განპირობებულია სხვადასხვა მიზეზებით: მაღალკვალიფიციური პედაგოგები, ძალზედ მოქნილი გრაფიკი, ტერიტორიულად ხელმისაწდომი რამდენიმე ფილიალი და ინგლისური ენის მაღალ დონეზე შესწავლა საოცრად მცირე დროში. მხოლოდ ბრიტანულ ცენტრში შეუძლიათ მსმენელებს მიაღწიონ საერთაშორისო სერთიფიკატის დონეს სულ რაღაც წელიწადსა და ცხრა თვეში და ეს ყველაფერი თბილ და მყუდრო გარემოში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბრიტანული ცენტრი არ იყენებს მეთოდს პირატულად და ზედმიწევნით იცავს მეთოდის ყველა პირობას, რადგან სწორედ ამ პირობების სწორად შესრულებით არის განპირობებული მეთოდის ეფექტურობა. მინდა იცოდეთ, რომ ბრიტანული ცენტრი არის ლონდონის ქალანის ორგანიზაციის პარტნიორი და მთელს ამიერკავკასიაში მხოლოდ ჩვენ გვაქვს ქალანის მეთოდის სახელმძღვანელოების გავრცელების ექსკლუზიური უფლება. ეს ფაქტი კი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ცენტრში სწავლების მაღალი სტანდარტებია დანერგილი. ჩვენ მუდმივად ვთანამშომლობთ ლონდონის ქალანის სკოლასთან და ღირსეულად წარმოვადგენთ მას საქართველოში!


მობრძანდით ბრიტანულ ცენტრში, რათა თავად დარწმუნდეთ, რომ საქართველოშიც არის შესაძლებელი ინგლისური ენის შესწავლა ბრიტანული სტანდარტებით.

ასე რომ, იჩქარეთ!

დაკო ლომიძე

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

 


შემოგვიერთდით Facebook-ზე
გამოგვყევით Twitter-ზე
გვიხილეთ youtube-ზე
დაგვიკავშირდით LinkedIn-ზე