British Centre || ბრიტანული ცენტრი

რატომ ბრიტანული ცენტრი?

  • ამ სფეროში ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე სკოლა საქართველოში

    ინგლისური ენის შემსწავლელი სკოლა ბრიტანული ცენტრი 2003 წელს დაარსდა და უკვე წლებია აქტიურად და წარმატებით მოღვაწეობს ამ სფეროში. ბრიტანული ცენტრი თანამშრომლობს ლონდონის „ქალანის მეთოდის ორგანიზაციასთან“ და „ქალანის სკოლასთან“. მუდმივად ხდება გამოცდილების გაზიარება და პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლება. დაარსების დღიდან დღემდე, ბრიტანული ცენტრი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. ამის მთავარი მაჩვენებელი კი გახლავთ იმ კმაყოფილი მსმენელების რაოდენობა, რომლებმაც წარმატებებს მიაღწიეს. ბრიტანულ ცენტრში სწავლების ხარისხის მონიტორინგი მუდმივად ხორციელდება ლონდონში არსებული ქალანის მეთოდის ორგანიზაციისა და ქალანის სკოლის წამყვანი ტრენინგ სპეციალისტების მიერ.
  • ტერიტორიულად ხელმისაწვდომი

    ბრიტანული ცენტრის ფილიალები განლაგებულია საქართველოს მასშტაბით, ცენტრალურ ქალაქებში. საქართველოში დღეისათვის ბრიტანული ცენტრი წარმოდგენილია რვა ფილიალით, რაც მსმენელს ხელს უწყობს შეარჩიოს მისთვის სასურველი ადგილმდებარეობა და უფრო კომფორტულად დაგეგმოს სასწავლო პროცესი. (ფილიალების მისამართები და საკონტაქტო მონაცემები იხილეთ საკონტაქტო ინფორმაციაში).
  • გამოცდილი თანამშრომლები

    ბრიტანული ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი სპეციალისტებით, რომლებიც წელიწადში 2-ჯერ გადიან შესაბამისი მომზადების კურსს, რაც უზრუნველყოფს სწავლების მაღალი შედეგის გარანტიას.
  • მოქნილი გრაფიკი

    სკოლა ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის ყოველდღე, დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე, კვირა დღეებისა და შემდეგი დღესასწაულების გარდა: 1,2,7 იანვარი, 3 მარტი, 26 მაისი, აღდგომის სადღესასწაულო დღეები - პარასკევი, შაბათი, კვირა და ორშაბათი, 23 ნოემბერი და 31 დეკემბერი. მსურველებს საშუალება ეძლევათ თავად აირჩიონ სასურველი გრაფიკი და დაესწრონ საცდელ გაკვეთილებს გაკვეთილებს დილის, შუადღის თუ საღამოს ჯგუფებში.
  • ცენტრის რესურსები

    ბრიტანული ცენტრი საქართველოში ინგლისური ენის შემსწავლელი ყევლაზე დიდი სკოლაა. დღესდღეისობით ცენტრის საკუთრებაში არსებული ფილიალებისა (რვა ფილიალი) და მომუშავე პერსონალის (40 მასწავლებელი) რაოდენობა თავისთავად მიუთითებს ცენტრის შესაძლებლობებზე. ამასთანავე შესაძლებლობას იძლევა მსმენელების ჯგუფი დაკომპლექტდეს სწავლები დონისა და საათების მიხედვით უფრო მაღალი სიზუსტითა და ხარისხით.
  • ქალანის მეთოდის ისეთივე ფორმა, როგორც იყენებენ მას ლონდონის ქალანის სკოლაში

    ჩვენი სკოლა აქტიურად თანამშრომლობს ლონდონის “ქალანის სკოლასთან”. ბრიტანული ცენტრი არ იყენებს მეთოდის სახეცვლილ ფორმებს და ზუსტად ხელმძღვანელობს იმ პრინციპებით, რაც მითითებულია მეთოდის დამაარსებლის ინსტრუქციებსა და რეკომენდაციებში. სკოლაში მკაცრად კონტროლდება მეთოდის მიმდინარეობა, მისი სწორად აღქმა და გამოყენება. ჩვენს მსმენელებს თავისუფლად შეუძლიათ თქვან, რომ ინგლისურ ენას შეისწავლიან ქალანის მეთოდით ისეთივე სახით, როგორც მას ასწავლიან ლონდონში.
შემოგვიერთდით Facebook-ზე
გამოგვყევით Twitter-ზე
გვიხილეთ youtube-ზე
დაგვიკავშირდით LinkedIn-ზე